ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეირუთის ცენტრში ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, დაჭრილია 117 ადამიანი. უსაფრთხოების წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორის 8-სულიანი ოჯახია. აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ოფიციალურ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ბეირუთის სამხრეთ ნაწილის გარეუბნებისთვის, მათ შორის კონკრეტული შენობებისთვის, ევაკუაციასთან დაკავშირებული გაფრთხილება გამოსცეს. მანამდე ისრაელმა ლიბანელი მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთში მდებარე სახლებში დაბრუნებისგან თავი შეეკავებინათ.