გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.