საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გზანილები იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებში მარცხს განიცდის და ცსილობს ამომრჩეველს რეალური პრობლემების ნაცვლად გამოგონილ საკითხებზე ესაუბროს. ოპოზიციონერი ლიდერები ყურადღებას მოახლოებულ არჩევნებზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებამ ქვეყნის ბედი სწორედ 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტოს.