სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას - ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო რა თქმა უნდა, ჩართონ ომში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბშვილმა ბათუმში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე განაცხადა.