ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ლაშა ქარდავასთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. საერთაშორისო ექსპერტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.