ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს. შამბას განცხადებით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას იმ ფორმულირებებზე, რომლებიც ურთიერთობების მოწესრიგებას ხელს არ უწყობს - კერძოდ, შამბამ იგულისხმა ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“. მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება.