გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციის მიღებამდე დაახლოებით 1 საათი რჩება. ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგიც გეგმავს. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია და მასში ე.წოდებული გამჭვირვალობის კანონსა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეა საუბარი. დღეს, ამ დოკუმენტს ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ გერმანელი პარლმანეტარები უყრიან კენჭს. ამავდროულად, ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.