გიორგი გახარიას პასუხი მამუკა მდინარაძეს - პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ადანაშაუელებს და იმის მზაობას გამოთქვამს, რომ საკუთარი სიმართლე ნებისმიერ პლატფორმაზე დაადასტუროს. მისი განცხადებით, მზადაა ახალი მოწვევის პარლამენტში დღეს წამოჭრილ საკითხებზე საგამოძიებო კომისიაც კი შეიქმნას. გიორგი გახარიას პასუხამდე კი იყო მმართველი გუნდის მხრიდან ღია ბრალდება - მამუკა მდინარაძემ ყოფილ თანაგუნდელს უცხო ძალების ინტერესების გატარებაში დასდო ბრალი და მას მინისტრობის პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციები შეახსენა.