„ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან“ - ამ თემაზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული გახდა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაში გამოიხატება. ანგარიშში ასევე ნახსენებია ცხინვალის რეგიონში გადაადგილების კუთხით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებებიც.