„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე იმყოფება. კოალიციის ლიდერები აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ რამდენიმე პირის კეთილდღეობაზე ზრუნავს. კოალიციის ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ძლიერი საქართველო" ისეთ რეფორმებს გაატარებს, რომელიც საქართველოს უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის.