ქუთაისში "ქართული ოცნება" ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების განეიტრალებას ცდილობს. ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში, "ქართული ოცნების" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი, გია მახარაძე საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და მათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსთხოვეს. პოლიტიკოსების განცხადებით, ამ პროცესში "ქართულმა ოცნებამ" კრიმინალური ავტორიტეტებიც ჩართო.