გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე საათი რჩება. ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგიც გეგმავს. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია და მასში ე.წოდებული გამჭვირვალობის კანონსა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეა საუბარი. დღეს, ამ დოკუმენტს ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ გერმანელი პარლმანეტარები კენჭს უყრიან. რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკოსები, ამას ჩვენს მომდევნო გამოშვებაში მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.