საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 91%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ექსპორტზე თითქმის 219 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 190 668 ტონა პროდუქცია გავიდა. ეს კი მაშინ, როცა 2023 წლის იმავე პერიოდში თითქმის 115 მლნ დოლარის ღირებულების 94 331 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. საქართველოდან ფეროშენადნობების უდიდესი ნაწილი თურქეთში გადის. მაგალითისთვის, წელს ფეროშენადნობების ექსპორტის 40.7% თურქეთზე მოდიოდა. თურქეთის შემდეგ, საექსპორტო ბაზრის სიდიდით საქართველოში წარმოებული ფეროშენადნობებისთვის გამოირჩევა აშშ, ეგვიპტე, იტალია და უკრაინა.