2025 წლიდან მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო, რეგულარული მგზავრთგადაყვანა იკრძალება - Palitra News

2025 წლიდან მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო, რეგულარული მგზავრთგადაყვანა იკრძალება

2024-10-10 13:49:53+04:00

2025 წლიდან მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო, რეგულარული მგზავრთგადაყვანა იკრძალება. ახალი რეგულაციით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მგზავრების გადაყვანა ავტობუსით უნდა მოხდეს. ცვლილება შეეხება ასევე 150 კმ-ზე მეტი მანძილით ერთმანეთთან დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ საკანონმდებლო წინადადება დასახვეწია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ემ 3 კატეგორიის იმდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ანუ ავტობუსი, რომ არსებული მგზავრთნაკადი სრულად დააკმაყოფილონ, მათი შეძენა კი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.