თბილისში აგვისტოში 3 138 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გალტ ენდ თაგარტი“ ავრცელებს. ამასთან, ორგანიზაციის უძრავი ქონების კვლევის თანახმად, გაყიდვები წლიურად 8.3%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის აგვისტოში დედაქალაქში 3 401 ბინა იყო გაყიდული. საანგარიშო პერიოდში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და 2 658 დოლარი შეადგინა. ყველაზე იაფად კი ბინის ყიდვა ვაშლიჯვარში იყო შესაძლებელი. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 952 დოლარს გაუტოლდა.