აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვა სცადეს - Palitra News

აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვა სცადეს

2024-10-10 13:21:24+04:00

ქალაქ აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვა სცადეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მძარცველებმა „კრისტალ ბანკში" ტელევიზორი და კომპიუტერები დააზიანეს.

არსებული ცნობით, თავდამსხმელები ბანკის საცავის გახსნას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.