დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღო - Palitra News

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღო

2024-10-10 12:50:24+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მიიღო.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.

ასევე, დღეს უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა პარიზს ეწვიოს, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში უმასპინძლებს.