უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება

2024-10-10 12:33:55+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება. სტარმერის პრესსპიკერის განცხადებით, ზელენსკის ლონდონში ჩასვლა მარკ რუტეს ვიზიტს დაემთხვევა. უკრაინის მოკავშირეთა სამიტი „რამშტაინში“ გადაიდო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი აშშ-ში მოსალოდნელი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გააუქმა. ვოლოდიმირ ზელენსკი 9 ოქტომბერს ხორვატიაში იმყოფებოდა, პარასკევს კი ის რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.