დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე პოლიციამ სამი პირი დააკავა - Palitra News

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

2024-10-10 12:30:48+04:00

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულში მოქალაქეებს მოკვლისა და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს. აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.