საპარლამენტ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდში ყოფნისას გიორგი გახარიას დავალება ხელისუფლების ჩამოშლა იყო. მდინარაძის შეფასებით, გახარიას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად იყო მორღვეული. მდინარაძემ ასევე მამუკა ხაზარაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. მდინარაძის შეფასებით, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე დღეს საზოგადოებისთვის იმაზე ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობა”.