ანა კარენინა - მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე რუსი მწერლის, დრამატურგისა და ფილოსოფოსის ლევ ტოლსტოის რომანია. ავტორი წიგნზე 1873-1877 წლებში მუშაობდა და 1878 წელს მის სამშობლოში გამომცემლობა The Russian Messenger -ის მიერ რუსულ ენაზე გამოიცა.
წიგნში მოთხრობილია გათხოვილი და დიდგვაროვანი ქალის, ანა კარენინას ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, რათა თავი ბედნიერ ქალად იგრძნოს. ყავს გავლენიანი ქმარი და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას. მაგრამ თავი მაინც უბედური გონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე, კავალერიის ოფიცერი, გრაფი ალექსეი ვრონსკი. ვრონსკის სურს ცოლად შეირთოს ანა თუ ქმარს - კარენინს გაშორდება, თუმცა ანა კარენინა დაუცველია რუსული სოციალური ნორმებისაგან და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მორალური კანონებისგან.ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი დაიბადა 1828 წლის 20 ნოემბერს რუსეთში, სოფელ იასნაია-პოლიანაში, ახლანდელ ტულის ოლქში . ადრეული განათლება იასნაია-პოლიანაში მიიღო , 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განამწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა თავისი პირველი მოთხრობა „ბავშვობა“ , რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ და „სიჭაბუკესთან“ ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა.მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების მონასტერი. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიებს საქართველოს და ქართველებს. 1856 წელს მწერალი საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს და დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგზაურა და სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 მის მშობლიურ სოფელში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. 60-იანიწლებში მწერალმა გამოაქვეყნა არაერთი მნიშვნელოვანი რომანი , მათ შორის „ოჯახური ბედნიერება“ მოთხრობები „კაზეკები“ „პოლიკუშკა“ „ომი და მშვიდობა“ „ანა კარენინა„ აღდგომა“ და სხვები. 1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა მისი მშობლიური სოფელი იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
ლევ ტოლსტოის შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მსოფლიო ლიეტატურაზე. მისი რომანები ითარგმნა და გამოიცა მრავალ ენაზე , დღემდე მისი წიგნების მილიონობით ეგზემპლიარია გაყიდული და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავტორად ითვლება. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2017 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.