ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების ფუნდამენტურ ჩარჩოზე შეთანხმდნენ - Palitra News

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების ფუნდამენტურ ჩარჩოზე შეთანხმდნენ

2024-10-10 09:35:48+04:00

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების ფუნდამენტურ ჩარჩოზე შეთანხმდნენ. ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს კიევისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გაცემას, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობის თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს. ეს თანხა იქნება უკრაინისთვის კიდევ ერთი, უფრო დიდი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც გასულ ზაფხულს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიიღეს და რომელიც გაყინული რუსული ფულით დაფინანსებული 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სესხით უკრაინის მომარაგებას ითვალისწინებს. აღნიშნული სესხი უკრაინამ 45 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.