აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენმა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ვალდებულება დაადასტურა ცალსახად დაგმო ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა ცალსახად დაგმო. ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ლიბანთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური შეთანხმების საჭიროებას, რათა როგორც ლიბანელი, ისე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქეები სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ღაზასთან დაკავშირებით, ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიის განახლების გადაუდებელი აუცილებლობა „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მიზნით.