აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. Fox News-ის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „მილტონი“ შესუსტებულია და ახლა უკვე მეორე კატეგორიის ქარიშხალს წარმოადგენს და მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრ საათში შეადგენს. ამის მიუხედავად, შტატის ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ „მილტონი“ კვლავ სახიფათოა და რეგიონში წყალდიდობები და ძლიერი ქარი ფიქსირდება. სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული.