ალექსანდრე წულაძე ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას ესტუმრა - Palitra News

ალექსანდრე წულაძე ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას ესტუმრა

2024-10-10 09:32:00+04:00

განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. სკოლის განახლება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელს სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ სწავლას. შენობა, რომელიც 120-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.