საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ამჯერად „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდს უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ დაკომპლექტება იყო. ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მოესალმებიან და „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობაზე თანხმდებიან. ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის პროევროპულ კურსზე დასაბრუნებლად კოალიციური მთავრობის შექმნა და ქარტიაში არსებული ყველა ჩანაწერის შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, განსხვავებული პოზიცია აქვთ გიორგი გახარიას გუნდში, რადგან ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველანაირ თანამშრომლობას გამორიცხავენ.