26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საქართველოს პოლიტიკაში რუსეთის ჩარევებზე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ - დაფნა რენდმა ისაუბრა. ის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" და "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, მიზანში ამოიღოს არამყარი დემოკრატიები - მსოფლიოსა და სამეზობლოში. დაფნა რენდის განცხადებით, აშშ ძალიან ღელავს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში თავისუფალი დებატები და შეჯიბრი არსებობს.