არ უნდა დარჩეს საქართველოში მოქალაქე, ვისაც არ ექნება საშუალება, მივიდეს და ხმა მისცეს კონკრეტულ ადგილას და გააკეთოს საკუთარი არჩევანი, იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.