ისრაელში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, დაშავებულია ექვსი ადამიანი - Palitra News

ისრაელში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, დაშავებულია ექვსი ადამიანი

2024-10-09 21:04:54+04:00

ისრაელში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. ქალაქ ჰადერაში თავდამსხმელმა დანით ჭრილობები ექვს ადამიანს მიაყენა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენილია ოთხი ლოკაცია, სადაც თავდამსხმელმა ადამიანებს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი მოტოციკლეტით გაიქცა. ამავე ინფორმაციის თანახმად ტერორისტი ცხელ კვალზე გაანეიტრალეს.