იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. ხელნაწერის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად, პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანების მნიშვნელობას და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენაა მიმართული