ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - Palitra News

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

2024-10-09 20:56:43+04:00

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელმა მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აჭარის პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. მას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება