არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სახალხო დამცველმა შესაძლო წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა - წინასაარჩევნო გარემოს აფასებს არასამთავრობო სექტორი - Palitra News

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სახალხო დამცველმა შესაძლო წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა - წინასაარჩევნო გარემოს აფასებს არასამთავრობო სექტორი

2024-10-09 20:35:58+04:00

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სახალხო დამცველმა შესაძლო წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა. ომბუდსმენის განცხადებით, აპარატი ახლა რამდენიმე შემთხვევას სწავლობს, მათ შორის, ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებული ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენენის შესაძლო ფაქტებს. მისი განცხადებით, სახალხო დამცველი საარჩევნო გარემოს მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს. წინასაარჩევნო გარემოს აფასებს არასამთავრობო სექტორი.