ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში - ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე - Palitra News

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში - ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე

2024-10-09 20:10:56+04:00

ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც ძალიან მკაფიო სიგნალს ქართველი ხალხის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის არჩევანი 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს არის დარჩენა იზოლაციაში , - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.