ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა. „ხორვატიაში პრემიერ-მინისტრ, ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად, ასევე, „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავედი“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხორვატიის პრემიერთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ფრონტის ხაზზე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისა და უკრაინის აღდგენის საკითხებს განიხილავს.