ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან, ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა, გაზაფხულზე ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება.