საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.
გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, თან ახლავს რამდენიმე მოსამართლის განსხვავებული აზრი.