ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა. საკითხის შესახებ განცხადებას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მაია სანდუს 10 ოქტომბერს შეხვდება. შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.