გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორს „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი გააცნეს. კანონის მიზანი სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობაა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონი ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავეს და ის მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მოთხოვნებს. „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონის შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამის ტექნიკური დახმარებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.