პროექტი „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ წარმატებით დასრულდა - Palitra News

პროექტი „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ წარმატებით დასრულდა

2024-10-09 12:41:44+04:00

პროექტი „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ წარმატებით დასრულდა. როგორ პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებში აცხადებენ, 5 წლის განმავლობაში, პროექტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაზე. ის მოიცავდა 12 დაცული ტერიტორიის მდგრად და ეფექტურ ფინანსურ მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში, დაინერგა თანამედროვე SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც, რეინჯერები ინფორმაციას სმარტფონებისა და ტაბლეტების გამოყენებით აგროვებენ. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის და კავკასიის ბუნების ფონდის ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა.