ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება,-ევროპარლამენტი მიმდინარე კვირას საქართველოს საკითხზე მორიგ რეზოლუციას მიიღებს. დოკუმენტის სამუშაო ვერსიები ევროპული უწყების საიტზე უკვე გამოქვეყნებულია. "ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მორიგ მცდელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რეზოლუციის ტექსტის გათვალისწინებას არ აპირებენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რეზოლუცია ღია აღიარებაა ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს.