არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, გაასაჯაროვონ აქციების დაშლასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მასალები - განცხადება მესამე სექტორმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ რომ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მხრდიან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ზოგჯერ კი საკმაოდ მძიმე მეთოდების გამოყენებას. ორგანიზაციები აცხადებენ რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას ამ დრომდე არცერთი ფაქტის შესაძლო ჩამდენი პირი არ გამოუვლენია და პასუხისმგებაში არ მიუცია.