საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ე.წ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების საკითხსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს განიხილავს. პრეზიდენტთან უკვე გამართეს შეხვედრები „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოსა", და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა. ამჯერად ვისთან გაიმართება კონსულტაციები ტექნიკური მთავრობისა და ქართული ქარტიის გარშემო.