შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიაში ვიზიტი გააუქმა, სადაც „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა უნდა გაიმართოს, მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების მიზეზი მოსალოდნელი ძლიერი ქარიშხალი „მილტონია“.
„თეთრმა სახლმა დღეს დილით გამოაცხადა, რომ ქარიშხალ „მილტონის“ პროგნოზირებული ტრაექტორიისა და სიმძიმის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილი მოგზაურობები გადადო“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით უნდა გამართულიყო.