აკადემია UNIKO-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კიბერუსაფრთხოების ორ თვიანი ინტენსიური კურსი დაიწყო - Palitra News

აკადემია UNIKO-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კიბერუსაფრთხოების ორ თვიანი ინტენსიური კურსი დაიწყო

2024-10-09 09:24:41+04:00

აკადემია UNIKO-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კიბერუსაფრთხოების ორ თვიანი ინტენსიური კურსი დაიწყო, რომელსაც საერთაშორისოდ აღიარებული ტრენერები გაუძღვებიან. ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავს სემეკის თანამშრომლების გაძლიერებასა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ. უახლოეს პერიოდში აკადემია საერთაშორისო დონის კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც

გეგმავს, რომლის უმთავრესი ამოცანა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება იქნება