თბილისში, ნაძალადევის რაიონში,მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა - Palitra News

თბილისში, ნაძალადევის რაიონში,მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

2024-10-09 09:24:05+04:00

გუშინ გვიან ღამით თბილისში, ნაძალადევის რაიონში,მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძარი 16 - სართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა.ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ განცხადა,საცხოვრებელ ბინაში ერთი პირი იმყოფებოდა რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც საფრთხე არ შექმნია.