ევროპარლამენტარების  გზავნილებს, სადაც  ქართული ოცნების კრიტიკის პარალელურად კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი დეპუტატები აფასებენ - Palitra News

ევროპარლამენტარების  გზავნილებს, სადაც  ქართული ოცნების კრიტიკის პარალელურად კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი დეპუტატები აფასებენ

2024-10-09 09:21:42+04:00

ევროპარლამენტარების გზავნილებს, სადაც ქართული ოცნების კრიტიკის პარალელურად კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი, ქართულ პოლიტიკურ სპეტრში აფასებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით ევროპარლამენტში ნათლად ითქვა, რომ ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ რაც უფრო მოახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მით უფრო კრიტიკული გზავნილები გაჟღერდება დასავლელი პარტნიორების მხრიდან. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები არ მიესალმებიან ევროპარლამენტარების მხრიდან გაჟღერებულ განცხადბებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის პოზიციას იზიარებენ პოლიტიკის ექსპერტებიც და ამაბობენ რომ 26 ოქრტომბერს გადაწყდება საქართველო ევროპისკენ წავა თუ რუსეთისკენ.