„გორბის“ კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 59.5%, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ -13.6%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 10.3% - Palitra News

„გორბის“ კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 59.5%, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ -13.6%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 10.3%

2024-10-08 20:56:50+04:00

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 59.5%

„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს - 13.6%

გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას - 10.3%

ხაზარაძის გაერთიანებას - 4.5%

გიორგი გახარია პარტიას - 3.8%

იაგო ხვიჩიას „გირჩს“ - 2.7%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს - 2.5%

სხვა პარტიები - 3 .1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი.