აშშ-ის ფლორიდის შტატს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ოთხშაბათს მთელი ძალით დაატყდება თავს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპა ბეისს. ფლორიდელებს მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მოემზადონ. გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ევაკუაციის დრო სწრაფად იწურება. 10 დღის წინ ფლორიდაში ქარიშხალ „ჰელენს“ ებრძოდნენ და სტიქიამ შტატში, მინიმუმ, 14 ადამიანი შეიწირა.