ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს , რომ სანქციები დააწესოს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულნი არიან, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე ქვეყნებს ძირს უთხრის. ახალი მექანიზმის მიხედვით, სანქცირებული პირები აქტივების გაყინვას დაექვემდებარებიან და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის თანხების გამოყოფა აეკრძალებათ.