„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებმა ქუთაისში ბრიფინგი ჩაატარეს. ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ყურადღება გაზრილ ფასებზე, სიღერიბესა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი მონოპოლია უნდა დაამარცხოს. დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი იყო, არის და იქნება გამარჯვებული ქალაქი“.